25 აპრილი 2024,   08:55
ვრცლად
ჯანელიძის ქუჩაზე, სადაც მკვლელობა მოხდა, ღამით საქმის ერთ-ერთი მოწმე მიიყვანეს - ტაქსის მძღოლმა ნანახი დეტალურად აღწერა

ჯანელიძის ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე გვიან ღამით საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდა, ადგილზე სამართალდამცველებმა საქმის ერთ-ერთი მოწმე მიიყვანეს. ტაქსის მძღოლმა დეტალურად აღწერა, რა დაინახა შემთხვევის დროს. მან მკვლელობის ადგილზე 2 მგზავრი მიიყვანა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცის ცხედარი ისანში, რკინიგზის ლიანდაგზე იპოვეს. ის ცეცხლსასროლი იარაღით იყო მოკლული.

ბრალდებული მოკლულის ნათესავია, რომელმაც მსხვერპლი დილის 8 საათზე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან მოტყუებით გაიყვანა. დანაშაულის მოტივი მიწის ნაკვეთის შესახებ დავა იყო.

მომხდარს რამდენიმე თვითმხილველი და ასევე რამდენიმე თანამონაწილე ჰყავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები