25 აპრილი 2024,   21:34
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 8.5 მილიონს გადააჭარბა

კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 8 მილიონ ნახევარს გადააჭარბა. ვირუსს, საერთო ჯამში 120 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბრაზილიაში "კოვიდ-19-ის" დადასტურებული შემთხვევების რიცხვი მილიონს უახლოვდება. ახალი კლასტერების გაჩენის გამო შეზღუდვები ხელახლა დაწესდა ჩინეთისა და გერმანიის ზოგიერთ რეგიონში.

რთული ვითარებაა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. რუსეთში ლეტალობის მაჩვენებელი 7 600-ს, თურქეთში კი 4 800-ს აჭარბებს. გასულ დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსისგან 7 ადამიანი გარდაიცვალა და ფატალური შემთხვევების რიცხვმა, საერთო ჯამში, 309-ს მიაღწია. აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 139-მდეა გაზრდილი. აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა. ცნობილია ისიც, რომ მუშაობას სილამაზის სალონები და მუზეუმები შეაჩერებენ. კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების კლების ტენდენცია ნარჩუნდება ევროპის ქვეყნებში.

დღის ამბები