25 აპრილი 2024,   16:33
ვრცლად
კოტ-დივუარში ​სტიქიას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაკარგულია ათობით ადამიანი

აფრიკის დასავლეთით წყალდიდობას და მეწყერს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.​ კოტ-დივუარში სტიქიამ 20-მდე საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.

ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, დაიკარგა ათობით ადამიანი. ამ ეტაპზე, სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

დღის ამბები