26 აპრილი 2024,   01:19
ვრცლად
Facebook-მა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო რეკლამების ნაწილი წაშალა

Facebook-მა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო რეკლამების ნაწილი წაშალა. სოციალური ქსელის ადმინისტრაციის განცხადებით, Facebook-მა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტები აიღო, რათა სიძულვილის ენა არ წახალისებულიყო.

Facebook-ის განმარტებით, პოსტებში გამოყენებული იყო სიმბოლიკა, რომელსაც ნაცისტური გერმანიის რეჟიმის დროს საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფი პოლიტიკური პატიმრები ატარებდნენ.

წაშლილ პოსტებში ტრამპი ამომრჩევლებს მოძრაობა "ანტიფას" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. 

დღის ამბები