23 აპრილი 2024,   13:03
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა. მათგან 2 მილიონზე მეტი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაფიქსირებული.

50 000-ს აჭარბებს ლეტალობის მაჩვენებელი ბრაზილიაში. ინფიცირების ახალი შემთხვევები ფიქსირდება ჩინეთში.

იზრდება მონაცემები საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. რუსეთში გარდაცვლილთა რიცხვმა 8 000-ს, თურქეთში კი 4 900-ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში 18 ინფიცირებული გარდაიცვალა სომხეთში, სადაც ფატალური შემთხვევების რიცხვმა 350-ს მიაღწია. აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 154-მდეა გაზრდილი. მონაცემების კლების ტენდენცია ნარჩუნდება ევროპაში. გასულ დღე-ღამეში იტალიაში 2 მარტის შემდეგ პირველად გარდაცვალების რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი - 24 შემთხვევა დაფიქსირდა.

დღის ამბები