19 აპრილი 2024,   05:00
ვრცლად
პუტინის თქმით, საბჭოთა კავშირიდან გასვლისას ბევრმა ქვეყანამ თან წაიღო "ტრადიციული რუსული მიწები"

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირიდან გასვლისას ბევრმა რესპუბლიკამ თან წაიღო "ტრადიციულად რუსული მიწები". პუტინის თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ეს რესპუბლიკები უნდა გასულიყვნენ გაერთიანებიდან იმ ტერიტორიებით, რითიც მათი კავშირში მიღება მოხდა და თან არ უნდა წაეღოთ "რუსი ხალხის საჩუქარი“.

რუსეთის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რომელ რესპუბლიკებს და რომელ მიწებს გულისხმობს და მხოლოდ ის თქვა, რომ საბჭოთა კავშირის შექმნისას ხელშეკრულებაში გაწერილი იყო გასვლის უფლება, მაგრამ არ იყო გაწერილი პროცედურები.

ტელეარხ "როსია 1“-ის პროგრამაში "მოსკოვი. პუტინი. კრემლი", რომელიც ეთერში 21 ივნისს გავიდა, პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყირიმი რუსეთის ისტორიული საკუთრებაა.

დღის ამბები