19 აპრილი 2024,   17:52
ვრცლად
ხორვატიის პრეზიდენტი მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს არ დაესწრება

ხორვატიის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს არ დაესწრება. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთში ხორვატიის საელჩომ გაავრცელა.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტს თვითმფრინავი გაუფუჭდა, თუმცა ვარაუდობენ, რომ სხვა ქვეყნის ლიდერების მსგავსად, რუსეთში ვიზიტისგან ხორვატიის პრეზიდენტმაც თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს თურქმენეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები არ დაესწრებიან.

დღის ამბები