19 აპრილი 2024,   18:06
ვრცლად
თბილისში ცოფის ვირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თბილისში ცოფის ვირუსის მეორე შემთხვევა ქინძმარაულის N45-ში დაფიქსირდა.

როგორც მერიაში აცხადებენ, მოქალაქის მიმართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, ცხოველის პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა.

ფაქტი "რუსთავი 2-ს" თბილისის მერიაში და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში დაუდასტურეს.

დღის ამბები