19 აპრილი 2024,   10:52
ვრცლად
უკრაინაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - დაზიანდა ასობით საცხოვრებელი სახლი

უკრაინაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად სოფლები დაიტბორა. დაღუპულია 3 ადამიანი. დაზიანდა ასობით საცხოვრებელი სახლი. გარესამყაროს მოწყდა რამდენიმე სოფელი.

მოსახლეობის დასახმარებლად პროდუქტები სტიქიის ზონაში ვერტმფრენით ჩაიტანეს. საგანგებო სიტუაციების ადგილობრივი სამსახური მოსახლეობას ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

დღის ამბები