20 აპრილი 2024,   09:57
ვრცლად
მეხის დაცემას ინდოეთში 107 ადამიანი ემსხვერპლა - ადგილობრივი ხელისუფლება გარდაცვლილთა რიცხვის გაზრდას ვარაუდობს

მეხის დაცემას ინდოეთში 107 ადამიანი ემსხვერპლა. შტორმი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა. დაშავებულია ათობით ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლება გარდაცვლილთა რიცხვის გაზრდას ვარაუდობს.

დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი ინდოეთის პრემიერმინისტრმა სოციალური ქსელის საშუალებით გამოუცხადა.

სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ინდოეთის რამდენიმე შტატში ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ. ქვეყანაში ყოველწლიური მუსონების დროს მეხის ჩამოვარდნა ხშირი მოვლენაა.

დღის ამბები