25 ივლისი 2021,   07:37
ვრცლად
გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ანგელა მერკელი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ექვსი ადამიანი.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, სიტუაცია მძიმეა, კორონავირუსისგან შექმნილი საფრთხე კი სერიოზულია. მერკელმა მოსახლეობას მეტი სერიოზუობისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

რაც შეეხება საფრანგეთს, აქ ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა. შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა თითქმის 30 ათასს მიაღწია.

მზარდია სატატისტიკა ინდოეთში, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 17 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ჩინეთში კი კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო 4 დღეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.ახალი შემთხვევებიდან 4 იმპორტირებული, დანარჩენი კი შიდა გადაცემის შედეგია.

დღის ამბები