25 ივლისი 2021,   07:33
ვრცლად
დონალდ ტრამპმა აშშ-ში ძეგლებისა და მონუმენტების დაცვის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ძეგლებისა და მონუმენტების დაცვის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. თეთრი სახლის ლიდერმა ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა და აღნიშნა, რომ კანონდამრღვევებს ძეგლების დაზიანების შემთხვევაში ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ.

გასულ თვეს პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას შეერთებულ შტატებში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ქვეყნის მასშტაბით არაერთი ძეგლი დააზიანეს.

დღის ამბები