14 აგვისტო 2020,   15:17
ვრცლად
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კიდევ 6,791 ადამიანი დაინფიცირდა, 104 პაციენტი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის დიაგნოზი 736 ადამიანს დაუდგინეს, 5 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. 917 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი უკრაინაში, ლეტალობის 19 ფაქტი დაფიქსირდა.

აშშ-ში COVID19-ით ინფიცირებულთა ოდენობამ 2.5 მილიონს გადააჭარბა. ვირუსს 125 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. პარალელურად შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა ასაკი "გაახალგაზრდავდა". ფლორიდის შტატში თუ მარტის განმავლობაში ვირუსის მატარებელთა საშუალო ასაკი 65 წელი იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 34 წელს შეადგენს.

იმ გზას, რაც პანდემიის აფეთქებისას ევროპამ გაიარა, ახლა სამხრეთ ამერიკის ქვეყნები გადიან. ბრაზილიაში კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვმა 1.3 მილიონს გადააჭარბა. ქვეყანაში 38,693 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ამავე პერიოდში 1,109 პაციენტი ემსხვერპლა, კატასტროფულად მზარდია შემთხვევათა რაოდენობა პერუში, ჩილესა და კოლუმბიაში.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების მორიგი დღიური რეკორდი დაფიქსირდა ინდოეთში. ქვეყანაში 19,906 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. ვირუსს 410 ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში, ქვეყანას 528, 859 ინფიცირებული და 16 ათასზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს.

მსოფლიოში "კოვიდ-19"-გან დაღუპულთა რაოდენობა უკვე ნახევარ მილიონზე მეტია. ამჟამად მსოფლიოში დაინფიცირებულია 4.1 მილიონი ადამიანი, მათგან 57,000-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. კოვიდ ინფიცირებულების რაოდენობით აშშ, ბრაზილია და რუსეთი ლიდერობენ.

დღის ამბები