19 აპრილი 2024,   07:40
ვრცლად
ქვეყნებში, სადაც რეგულაციები გააუქმეს, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები ჩნდება

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა, საიდანაც ნახევარ მილიონზე მეტი პაციენტის სიცოცხლე ლეტალურად დასრულდა.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები ჩნდება იმ ქვეყნებშიც, სადაც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები თითქმის სრულად გააუქმეს. ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID - 19-ის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევებიდან ხუთი იმპორტირებულია, ხოლო შვიდი ადგილობრივი გადაცემის შედეგად, ქვეყნის დედაქალაქში, პეკინში დაფიქსირდა.

ავსტრალიაში ბოლო ორი თვის განმავლობაში COVID - 19-ის შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ქვეყანაში შესაძლოა, სოციალური დისტანცირების ზომები ხელახლა შემოიღონ.

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი საზოგადოებრივ შეკრებებსა და ღონისძიებებზე შეზღუდვების ხელახალი დაწესების რეკომენდაციით გამოდის. როგორც იული ედელშტეინმა განაცხადა, ქვეყანა კორონავირუსის მეორე ტალღის დასაწყისში იმყოფება.

29 ივნისიდან ირანში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა. ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 10 508 ადამიანი გარდაიცვალა, 222 669 კი დაინფიცირდა, აქედან 2 489 ახალი შემთხვევაა.

დღის ამბები