25 აპრილი 2024,   02:37
ვრცლად
"ქოლგიანი გიდები – ჩვენ ვარსებობთ" - გიდები საქართველოს სამ დიდ ქალაქში აქციას გამართავენ

"ქოლგიანი გიდები – ჩვენ ვარსებობთ" - ამ ლოზუნგით საქართველოს სამ დიდ ქალაქში გიდები აქციას გამართავენ. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ისინი დღეს ტურებს უსასყიდლოდ ჩაატარებენ. გიდები სახელმწიფოს მოუწოდებენ, გააძლიერონ და აამოქმედონ შიდა ტურიზმი.

მათი განცხადებით, COVID-19-ის გამო ტურიზმის სექტორის გაჩერება გიდების ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახა.

აქციის ორგანიზატორების განმარტებით, ქოლგა გიდების აუცილებელი ატრიბუტია, ის დაცვის სიმბოლოც არის და სწორედ ამიტომ დღევანდელ აქციაზე ქოლგებით იქნებიან. 

დღის ამბები