24 აპრილი 2024,   13:58
ვრცლად
საჰაერო სივრცის გახსნის მოთხოვნით ემიგრანტების ოჯახის წევრები დღეს მთავრობის კანცელარიასთან შეკრებას გეგმავენ

დროულად გაიხსნას საქართველოს საჰაერო სივრცე - ამ მოთხოვნით დღეს მთავრობის კანცელარიასთან შეკრებას ემიგრანტების ოჯახის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი აპირებს. ისინი საქართველოს პრემიერის იმ დადგენილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც 1 ივლისს დაგეგმილი რეგულარული ფრენების გახსნა გადაიდო.

როგორც სამოქალაქო სექტორში ამტკიცებენ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დიდმა ნაწილმა სამსახური დაკარგა და ახლა სამშობლოში დაბრუნებასაც ვეღარ ახერხებენ.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან გაუსაძლის პირობებში არიან ემიგრანტები. ფაქტობრივად უმუშევრები არიან და ისინი ითხოვენ სამშობლოში დაბრუნებას. სწორედ ეს არის დღევანდელი აქციის მიზანი. გააკეთონ სპეცრეისები, ან დანიშნონ, ან რამენაირად ეს ხალხი გამოიყვანონ," - აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის" თავმჯდომარე მანანა ანდღულაძე.

დღის ამბები