25 აპრილი 2024,   16:26
ვრცლად
ძალიან კარგი ურთიერთობები მაქვს საქართველოსთან და მივესალმები ევროკავშირის ამ განცხადებას - ბუნდესტაგის წევრი გერმანიის ელჩზე

საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადებები, რასაც არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაციისა და უცხოელი დიპლომატის მხრიდან ჰუბერტ ქნირშის მხარდამჭერი განცხადება მოჰყვა, კვლავ აქტუალური თემაა.

საკითხს ამჯერად ბუნდესტაგის წევრი, გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე, (CDU) ალბერტ ვაილერი ეხმაურება. იგი მიესალმება ევროკავშირის განცხადებას, რომელიც გმობს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მიმართ ცალკეული პოლიტიკოსებისა და მედიასაშუალებების თავდასხმას და ხაზს უსვამს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას.

ამის შესახებ გერმანელი პოლიტიკოსი საკუთარ ფეისბუქ გევრდზე წერს, სადაც ასევე აზიარებს ევროკავშირის შესაბამის განცხადებას. "ძალიან კარგი ურთიერთობები მაქვს საქართველოსთან და მივესალმები ამ განცხადებას,"- წერს ალბერტ ვაილერი.

დღის ამბები