19 აპრილი 2024,   02:52
ვრცლად
უკრაინის პრემიერი გადადგომისთვის მზადაა - დენის შმიგალმა უკრაინულ BBC-სთან ისაუბრა

უკრაინის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მზად არის გადადგეს. დენის შმიგალმა პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ უკრაინულ BBC-სთან ისაუბრა.

მისი თქმით, თუკი თანამდებობის დატოვებას უკრაინული საზოგადოება მოითხოვს, ის ამისთვის მზად არის. ასევე, მზად არის ქვეყნის პრეზიდენტის მოწოდებისთანავე დატოვოს თანამდებობა. ინტერვიუში შმიგალმა განაცხადა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რა თანამდებობაზე იქნება, მთავარია, უკრაინამ პროგრესის კურსი შეინარჩუნოს.

უკვე რამდენიმე კვირაა, აქტიურად ვრცელდება ცნობები უკრაინის მოქმედი პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

დღის ამბები