19 აპრილი 2024,   19:27
ვრცლად
მინდელის ქუჩა დაიტბორა - ტერიტორიაზე გვიან ღამით ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო

თბილისში, მინდელის ქუჩაზე გვიან ღამით ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო. მიზეზი წყლის მაგისტრალური მილის დაზიანებაა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სახანძრო და წყლის კომპანიის წარმომადგენლები.

GWP-ის განცხადებით, ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა მარეგულირებელი ურდულები, რის გამოც ადგილობრივ მცხოვრებლებს წყლის მიწოდება შეუწყდათ.

რამდენად მასშტაბურია დაზიანება - ამ ეტაპზე უცნობია. კომპანიის წარმომადგენლები მინდელის ქუჩაზე მთელი ღამე მუშაობდნენ.

დღის ამბები