16 აპრილი 2024,   23:33
ვრცლად
3 ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 3 ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი.

"სტაბილური სიტუაცია გვაქვს ისევ. სამი ახალი შემთხვევა დაგვემატა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 85%-ზე მეტია ინფიცირებულებთან შედარებით. ამ მონაცემებით დადასტურებული კოვიდ შემთხვევები კოვიდ ცენტრებში 121 პაციენტი მკურნალობს.

3 ახალი შემთხვევიდან 2 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლები და შემოტანილი შემთხვევა და 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი," - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე თბილისის ინფექციური საავადმყოფო კოვიდ ინფექციით 22 პაციენტი მკურნალობს.

დღის ამბები