20 აპრილი 2024,   13:29
ვრცლად
"ეს მიღწევა ნამდვილად მისალოცია საქართველოსთვის" - კარლ ჰარცელი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჩასმაზე

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელთან კარლ ჰარცელთან საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ევროკავშირის რეკომენდაციების შემდგომი იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს.

როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე წევრი სახელმწიფოების მხრიდან ხდება შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება, როგორც საზღვრის გახსნის, ასევე საზღვარზე გადაადგილების პროცედურებთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ აქტიური კოორდინაცია, როგორც ევროკავშირთან, ასევე წევრ სახელმწიფოებთან საბჭოს რეკომენდაციების აღსრულების მიმართულებით. 

"შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მიღებულ იქნა გუშინ, ბრიუსელში, სადაც საქართველო იმ 15 ქვეყანას შორის დასახელდა, რომლებიც უსაფრთხო ქვეყნებად აღიარეს.

ეს მიღწევა ნამდვილად მისალოცია საქართველოსთვის და წარმოადგენს იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს აღიარებას, რომელიც საქართველომ ბოლო თვეების განმავლობაში COVID19-თან გამკლავების თვალსაზრისით გაწია.

რა თქმა უნდა, ეს ნამდვილი აქტივია საქართველოსთვის, რომელსაც ის უნდა ეყრდნობოდეს, მაგრამ ამავდროულად, ისიც ცხადია, რომ ჩვენ ყველა მხრიდან მოვითხოვთ შემდგომ მუხლჩაუხრელ მუშაობას,"-განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები