19 აპრილი 2024,   09:40
ვრცლად
კორონავირუსის მაჩვენებელი მსოფლიოში 11 მილიონს უახლოვდება 

კორონავირუსის მაჩვენებელი მსოფლიოში 11 მილიონს უახლოვდება. მათგან 6 მილიონამდე ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა.

რეკორდულად მატულობს COVID 19-ის ახალი შემთხვევების რიცხვი ამერიკის შეერთებულ შტატებში. გასულ დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების 52 ათასზე მეტი ახალი ფაქტი გამოვლინდა.

რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა ლათინო ამერიკაში. ბრაზილიაში ლეტალობის მაჩვენებელმა 60 ათასს გადააჭარბა. კოვიდ-19 დაუდასტურდა ერთ-ერთი შტატის გუბერნატორს. კოლუმბიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 100 ათასს გადაცდა. მექსიკამ კი ფატალური შემთხვევებით ესპანეთს გადაუსწრო.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს. მონაცემები ყოველდღიურად მატულობს რუსეთსა და თურქეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსს სომხეთში 10, აზერბაიჯანში კი 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები