19 აპრილი 2024,   00:38
ვრცლად
ივანიშვილის მიმართ თავისუფალი სამყაროს დამოკიდებულება არის სკეპტიკური და ჯვარია მასზე დასმული - უგულავა მალინის სტატიაზე

"ივანიშვილის მიმართ თავისუფალი სამყაროს დამოკიდებულება არის სკეპტიკური და ჯვარია მასზე დასმული " - ასე აფასებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი გიგი უგულავა ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენის, მაკვეინ მალინის წერილს.

"ეს არის მკაფიო გზავნილი, ივანიშვილის და "ქართული ოცნების" მიმართ და ძალიან მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, სულ უფრო შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ ივანიშვილის მიმართ თავისუფალი სამყაროს დამოკიდებულება არის სკეპტიკური და ის აღარ განიხილება, როგორც ჩვენი მოკავშირეების პარტნიორი. შესაბამისად, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯვარია მასზე დასმული," - განაცხადა გიგი უგულავამ. 

ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაკვეინ მალინმა, საავტორო წერილში ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მას პუტინის მოკავშირე უწოდა. 

დღის ამბები