24 აპრილი 2024,   08:33
ვრცლად
შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონპროექტის განხილვა მათ გარეშე - არასამთავრობოები პროცესს უარყოფითად აფასებენ

"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" კანონპროექტის განხილვის პროცესის, თავად ამ ადამიანების გარეშე ჩატარებას უარყოფითად აფასებენ მესამე სექტორში.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მათ და შშმ პირებს არ მიეცათ შესაძლებლობა დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიციები. მათივე შეფასებით, საკანონმდებლო ორგანოს მიერ განხილული კანონპროექტი არ არის მორგებული შშმ პირთა მოთხოვნილებებზე და ვერ უზრუნველყოფს მათი უფლებების დაცვას.

დღის ამბები