09 აგვისტო 2020,   22:35
ვრცლად
ანა დოლიძე პარლამენტს მიმართავს ერთი წლით გადავადდეს თხევად აირზე დაწესებული აქციზი

მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი პარლამენტს მიმართავს, ერთი წლით გადავადდეს თხევად აირზე დაწესებული აქციზი, რომელიც ძალაში დღეს შედის. როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომელიც მოქალაქეებს დააზიანებს და სოციალურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება. დაწესებული აქციზის ფარგლებში თხევადი აირი 10-15 თეთრით გაძვირდება.

"გადადოს ამ კანონის ძალაში შესვლა ერთი წლით მაინც, სადაც ეკონომიკა ოდნავ მაინც გვაჩვენებს ამოსუნთქვის ნიშნებს და შემდეგ 3 მოსმენით, საჯარო დისკუსიით, საერთაშორისო და ევროკავშირის ექსპერტების მონაწილეობით ხელახლა განიხილოს ამ ნორმის შემოღება,"- განაცხადა ანა დოლიძემ

დღის ამბები