20 აპრილი 2024,   15:34
ვრცლად
ამერიკის შეერთებული შტატები დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

დღეს 4 ივლისია - ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე. წელს პანდემიის გამო შტატები დამოუკიდებლობის დღეს  განსხვავებულად შეხვდება.

როგორც წესი, ამ დღეს შტატებში დიდი ზეიმია, საოჯახო პიკნიკები და ფართომასშტაბიანი აღლუმები, თუმცა ტრადიციული საზეიმო ღონისძიებების უმეტესობა გაუქმდა, ან ონლაინრეჟიმში ჩატარდება.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე რაშმორის მთასთან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მივიდა. ადგილზე ათასობით ამერიკელი იმყოფებოდა. კორონავირუსის გამო ხალხმრავალ ადგილებში სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება აუცილებელი მოთხოვნა არ იყო. ღონიძიების დასასრულს ტრამპის სიტყვით გამოსვლას ფეიერვერკები მოჰყვა.

დღის ამბები