საფრანგეთში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ პანდემიის დროს გადადგმულ ნაბიჯებს გამოიძიებენ. ექსპრემიერ ედუარდ ფილიპის წინააღმდეგ გამოძიება ექიმებისა და პროფკავშირების საჩივრების საფუძველზე დაიწყო.
პრემიერ-მინსიტრის პოსტი ედუარდ ფილიპმა გუშინ დატოვა. ფილიპის მთავრობა უფლებამოსილებას ახალი მთავრობის არჩევამდე შეასრულებს.