18 სექტემბერი 2020,   17:44
ვრცლად
რეპერი კანიე უესტი აშშ-ის პრეზიდენტობას გეგმავს

რეპერი კანიე უესტი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ მან "ტვიტერზე" დაწერა.

ტვიტის მიუხედავად, მედია წერს, რომ უცნობია, წარადგინა თუ არა რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტები რეპერმა და მართლა აპირებს თუ არა ის ბრძოლას ამერიკის პრეზიდენტობისთვის.

ბევრ შტატში დამოუკიდებელ კანდიდატად რეგისტრაციის ვადა ჯერ არ ამოწურულა.

"ტვიტერზე“ რეპერის განცხადებას მხარდაჭერა გამოუცხადა ილონ მასკმა.  „შენ ჩემი სრული მხარდაჭერა გაქვს“, – დაწერა მან განცხადების პასუხად.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც რეპერი საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე საუბრობს.

დღის ამბები