რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით 134 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 6 736 ახალი შემთხვევა.
რაც შეეხება სომხეთს, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 706 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა რვა ინფიცირებული.
ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება აზერბაიჯანშიც, ქვეყნაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ექვსი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 471 პაციენტი.
თურქეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 5 206-მდე გაიზარდა. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, ის 204 610-ს აღწევს.
823-ით გაიზარდა კოვიდპაციენტთა რიცხვი უკრაინაში ქვეყანაში კორონავირუსი სულ 48 500 ადამიანს დაუდგინდა.