18 აპრილი 2024,   20:05
ვრცლად
ადამიანები, ვისაც სამყაროს აღსასრულზე ფილმები მოსწონთ, პანდემიისთვის ბევრად მომზადებულები აღმოჩნდნენ

ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ სამყაროს აღსასრულზე ფილმების მოყვარულები, შესაძლოა, უფრო მომზადებულები იყვნენ კორონავირუსის პანდემიისთვის, ვიდრე სხვები. ამის შესახებ "გარდიანი" წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევა ჩიკაგოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. მასში მონაწილეობა 310-მა მოხალისემ მიიღო, რომლებმაც სპეციალისტებს საყვარელი ფილმების შესახებ და პანდემიის დროს თავისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მოუყვნენ. შედეგად, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ისეთი ფილმების მძიმე სცენარი, როგორიცაა „ინფიცირება“, ადამიანებს კრიზის გადატანაში ეხმარებოდა.

ფსიქოლოგ კოლტან სკრივნერის თქმით, მხატვრული ფილმების გამო პანდემიის ისეთი კომპონენტები, როგორებიცაა კარანტინი და პროდუქტების დეფიციტი, ნაკლებად უცნაური ხდება.

დღის ამბები