24 აპრილი 2024,   01:23
ვრცლად
გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ირანში - კორონავირუსით მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი ავადდება

ბოლო 24 საათის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 45 283 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 242 ინფიცირებული.

სულ, ქვეყანაში, 2 მილიონ 839-ზე მეტი შემთხვევაა.

მძიმე ვითარებაა მექსიკაში, ბოლო 24 საათში დაიღუპა 523 ადამიანი. გარდაცვლილთა რაოდენობამ, საერთო ჯამში, 30 000-ს გადააჭარბა.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, ირანში დღეიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 163 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ირანში „კოვიდ-19“-ის ეპიდემიის დაწყებიდან გარდაცვლილთა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

დღის ამბები