23 აპრილი 2024,   14:42
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - COVID-19-ის გავრცელების მხრივ მძიმე ვითარებაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

212 326 კოვიდინფიცირებული ბოლო დღე ღამეში - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინფიცირების ასეთი მაღალი მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა. პანდემიის ძირითად კერებს კვლავ აშშ, ბრაზილია და რუსეთი წარმოადგენს.

რეკორდული ინფიცირების დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა ინდოეთში, ქვეყანაში გასული დღე-ღამის მანძილზე კოვიდ-19 24 850 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 000-ს მიაღწია, ინდოეთი ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.

COVID-19-ის გავრცელების მხრივ მძიმე ვითარებაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც. ყველზე მეტი შემთხვევა ამ დროისთვის ოკუპანტ რუსეთში ფიქსირდება. ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 6 736 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 134 ადამიანი კი გარდაიცვალა.

უკიდურესად მძიმდება სიტუაცია სომხეთში. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 706 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 7 პაციენტი. კოვიდინფიცირების ყოველდღიურად ასობით შემთხვევა, შესაძლოა სომხეთისთვის სავალალო აღმოჩნდეს, რასაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც არ უარყოფს.

COVID-19-ით გარდაცვლილთა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ირანში. გასული დღე ღამის განმავლობაში პანდემიას 163 პაციენტი ემსხვერპლა, ეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეპიდემიოლგიური ვითარების კვლავ გაუარესების გამო, ქვეყნის პრეზიდენტმა დღეიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბების ტარება კვლავ სავალდებულოდ გამოაცხადა.

საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ჯანმო და გაერო, მსოფლიო ლიდერებს პანდემიის წინააღმდეგ საერთო ძალებით ბრძოლისკენ მოუწოდებენ, გაეროს გენერალურმა მდივანმა - ანტონიო გუტერეშმა, საერთაშორისო საზოგადოებას თანამშრომლობისკენ არაერთხელ მოუწოდა, თუმცა კორონავირუსის წინააღმდეგ მჭიდრო ალიანსის ჩამოყალიბება მსოფლიომ კვლავ ვერ შეძლო. ამის გამო, არსებობს შანსი, კაცობრიობა ვირუსის მეორე ტალღის გავრცელებისას კიდევ უფრო კრიტიკულ ვითარებაში აღმოჩნდეს.

დღის ამბები