19 აპრილი 2024,   16:15
ვრცლად
მესტიაში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის მიმდებარე კლდის ფერდობზე ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილზე ოცი მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.

ოპერაციაში დილიდან ჩაერთვებიან ვერტმფრენები. ხანძრის ჩაქრობა რთული რელიეფური მდებარეობის გამო გართულებულია.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის კერები დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული და ამ ეტაპზე, მოსახლეობას ხანძრის გავრცელების საფრთხე არ ემუქრება.

ცეცხლი, დაახლოებით 2 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ხანძარი, სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

დღის ამბები