08 აგვისტო 2020,   04:31
ვრცლად
"ნუ ახვალთ სამშვილდის გალავანზე" - სამოქალაქო აქტივისტები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ

"ნუ ახვალთ სამშვილდის გალავანზე" - ამ მოწოდებით სამოქალაქო აქტივისტები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.

მათი მტკიცებით, უნიკალური და უძველესი ისტორიული ციხე-სიმაგრე ვიზიტორთა უკონტროლო გადაადგილების გამო ნგრევის საფრთხის წინაშეა.

გარდა ამისა, 12 მეტრის სიმაღლის გალავანზე ასვლა არ არის უსაფრთხო. ასევე, აქტივისტები ისტორიული ძეგლის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, პრობლემის მოსაგვარებლად ტერიტორიაზე შესაბამისი აბრები განთავდეს.

"ძველი კიბე და გალავანი მარჯვენა მხარეს იყო უფრო მეტად დაზიანებული, ვიდრე ეს გვაქვს შარშან ნანახი და ან იმის წინ. სამწუხაროდ, მიზეზი გახლავთ დამთვალიერებლები, რომლებისთვისაც სამშვილდის გალავანი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ქვები არის ჩამოცვეენილი, კიბის საფეხურები უკვე ფაქტობრივად მოშლილია. უკონტროლო გადაადგილება რისკს ზრდის," - განაცხადა საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძემ.

 

დღის ამბები