19 აპრილი 2024,   06:50
ვრცლად
COVID-19-ის მაჩვენებელმა მსოფლიოში 11 მილიონ ნახევარს გადააჭარბა

კორონავირუსის მაჩვენებელმა მსოფლიოში 11 მილიონ ნახევარს გადააჭარბა - მათგან სამ მილიონამდე შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში დასტურდება. რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ლათინო ამერიკის ქვეყნებში. ბრაზილიაში ვირუსს საერთო ჯამში 64 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

COVID - 19 დაუდასტურდა ბოლივიის ჯანდაცვის მინისტრს. ინდოეთმა კი ინფიცირების რაოდენობით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ტაჯ მაჰალის გახსნა გადაიდო.

ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა ფიქსირდება ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოშიც. ამ მიზეზის გამო საბერძნეთმა 15 ივლისამდე ქვეყანაში შესვლა აუკრძალა სერბეთის მოქალაქეებს. კარანტინი ხელახლა გამოცხადდა ესპანეთის ორ რეგიონში.

რაც შეეხება რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციას. გარდაცვლილთა რიცხვი ​ყოველდღიურად მატულობს რუსეთსა და თურქეთში. გასულ დღე-ღამეში COVID-19-ით აზერბაიჯანში 9, სომხეთში კი 7 ინფიცირებული დაიღუპა.

 

დღის ამბები