20 აპრილი 2024,   19:04
ვრცლად
ავიაკატასტროფა აშშ-ში - მაშველებმა ტბიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები

ავიაკატასტროფას ამერიკის შეერთებულ შტატებში მსხვერპლი მოჰყვა. ორი თვითმფრინავის შეჯახების შედეგად, დაუდასტურებელი ინფორმაციით, 8 ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევა აიდაჰოს ტბის თავზე მოხდა. მაშველებმა ტბიდან 2 ადამიანის ცხედარი უკვე ამოიტანეს. ამ დრომდე ეძებენ 6 პირს, მათ შორის არიან ბავშვები.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თვითმფრინავების ბორტზე და რამ გამოიწვია შეჯახება.

დღის ამბები