20 აპრილი 2024,   03:54
ვრცლად
ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს. წინასწარი შედეგებით, "ხორვატიის დემოკრატიულმა კავშირმა" 151 ადგილიან პარლამენტში 68 მანდატის მოპოვება შეძლო. შესაბამისად, მთავრობის ჩამოყალიბებისთვის კოალიციის შექმნა იქნება საჭირო.

მეორე ადგილზე 43 მანდატით ოპოზიციური პარტია "სოციალ-დემოკრატები" გავიდა. საკანონმდებლო ორგანოს დანარჩენი მანდატები სხვა პარტიებზე გადანაწილდა. ხორვატიაში ამ ეტაპზე ხმების 60%-ია დათვლილი.

დღის ამბები