24 სექტემბერი 2020,   05:20
ვრცლად
კლანური მმართველობა და გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებები - საია იუსტიციის საბჭოს მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს

კლანური მმართველობა და გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებები - იუსტიციის საბჭოს მორიგი მონიტორინგის შედეგებს დღეს საია წარმოადგენს. ახალგაზრდა იურისტები სისტემის მთავარი პრობლემის სათავედ კლანურ მმართველობას მიიჩნევენ. ყურადღება გამახვილებულია თავმჯდომარეების არჩევის წესზე. ანგარიშში წარმომადგენელია რეკომენდაციებიც. მონიტორინგი გასული წლის პერიოდს მოიცავს. 

"შევაფასეთ გასული წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა. მთავარი პრობლემა არის სასამართლოში გავლენიანი ჯგუფი მოსამართლეთა, რომელიც მართავს კლანურ პრინციპებზე დაყრდნობით. მნიშვნელოვანი პრობლემაა სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის პროცედურა. 14 მოსამართლე დაინიშნა უზენაეს სასამართლოში ისე, რომ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს მათი დანიშვნის საკითხი,“ - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

დღის ამბები