19 აპრილი 2024,   08:29
ვრცლად
აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა

აშშ, ბრაზილია, თურქეთი, რუსეთი აზერბაიჯანი და სომხეთი 

შეერთებულ შტატებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა.

იზრდება იმ შტატების სია, რომლებშიც შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი შეჩერდა. ცნობილი ხდება, რომ ქვეყანაში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ, შტატების დატოვება მოუწევთ.

რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა ბრაზილიაში, სადაც გარდაცვლილთა რიცხვი 65 ათასს აჭარბებს.

მონაცემები მატულობს აზიის ზოგიერთ ქვეყანაში. ავსტრალიაში ამავე მიზეზის გამო საზღვრები ჩაკეტა ვიქტორიის შტატმა, სადაც ათასობით ადამიანი კარანტინში იმყოფება. ლეტალობის შემთხვევები მატულობს მეზობელ ქვეყნებში. 10 ათასს გადააჭარბა გარდაცვლილთა რიცხვმა რუსეთში.

კორონავირუსს საერთო ჯამში 5 ათასზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა თურქეთში. გასულ დღე-ღამეში აზერბაიჯანში 8, სომხეთში კი 7 ინფიცირებული გარდაიცვალა. ფაშინიანის განცხადებით, შექმნილი სიტუაციის გამო სომხეთში საგანგებო მდგომარეობა, სავარაუდოდ, ისევ გახანგრძლივდება.

დღის ამბები