24 აპრილი 2024,   06:20
ვრცლად
დღეს არსებულ კანონმდებლობას საკუთარ თავზე ირგებს სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი კლანი - სულხან სალაძე  

სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოს მორიგი მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. ორგანიზაცია სისტემის მთავარი პრობლემად მართლმსაჯულების სისტემაში კლანურ მმართველობას მიიჩნევენ. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია სასამართლოებში თავმჯდომარეების არჩევის წესზე. ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციებიც. მონიტორინგი გასული წლის პერიოდს მოიცავს. 

"პირველი საკითხი ეს ეხება გასული წლის ბოლოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას. ჩვენი შეფასებით, ეს იყო პროცესი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამან ანგარიშშიც ვსაუბრობთ, როგორც წინა წლებში გვქონდა ხშირად საუბარი, ეს არის მოსამართლედ დანიშვნა პირველ და მეორე ინსტანციებში. დღეს არსებული კანონმდებლობა არის კანონმდებლობა, რომელსაც საკუთარ თავზე ირგებს სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი  კლანი. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჩვენს ანგარიშში მოხვდა, ეს ეხება სასამართლოს თავმჯდომარეებს. ჩვენ წლებია ვსაუბრობთ იმაზე, რომ ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები მოძრაობენ ადმინისტრაციული ფუნქციების შესასრულებლად და მმართველობითი გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლო სისტემაში,“ - განაცხადა სულხან სალაძემ

დღის ამბები