09 აგვისტო 2020,   16:11
ვრცლად
ირანში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ირანში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა თეირანთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი.

გავრცელებული ცნობით, აფეთქება თანამშრომლის შეცდომამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად დაზიანდა აფეთქების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები.

გასული 2 კვირის განმავლობაში ეს ირანში მომხდარი მეორე აფეთქებაა. მანამდე აფეთქება ნეთენზის ბირთვულ კომპლექსში მოხდა.

დღის ამბები