25 აპრილი 2024,   11:00
ვრცლად
ჩეხეთში სარკინიგზო ავარიის დროს 2 ადამიანი დაიღუპა

ჩეხეთში სარკინიგზო ავარიის დროს 2 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა გერმანიის საზღვართან ახლოს, საკურორტო ქალაქ კარლოვი-ვართან მოხდა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მატარებელი დაეჯახა.

ერთ-ერთი გარდაცვლილი გერმანიის მოქალაქეა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 20-ზე მეტი მგზავრი, ზოგიერთ მათგანს მძიმე დაზიანებები აღენიშნება. სამაშველო სამუშაოებში ჩეხეთისა და გერმანიის მხარე ერთობლივად ჩაერთო.

დღის ამბები