20 აპრილი 2024,   04:09
ვრცლად
მასშტაბური საპროტესტო აქცია სერბეთში - დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ

სერბეთში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ბელგრადის ცენტრალურ მოედანზე ოპოზიციური ჯგუფების ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა. დემონსტრანტები კომენდანტის საათის კიდევ ერთხელ დაწესებას აპროტესტებდნენ და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შეჭრა სცადა. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ოპონენტები ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესებაში პრეზიდენტს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ალექსანდარ ვუჩიჩმა ივნისში არჩევნების ჩატარების მიზნით, შეზღუდვები ნაადრევად მოხსნა.

დღის ამბები