თბილისში, გოგოლის 10 ნომერში მდებარე ერთ-ერთ ბინაში იატაკი ჩავარდა. მეზობლების ინფორმაციით, დაშავდა ერთი ახალგაზრდა, რომელიც ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.
მათივე თქმით, კორპუსი დიდი ხანია დაზიანებულია, შესაბამის სამსახურებსაც არაერთხელ მიმართეს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.
დაზიანებული საცხოვრებლიდან მერიკლიშვილები ამჟამად უკვე გაყვანილი არიან. ბინაში მერიამ აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნგრევის რეალური საფრთხის წინაშე მთელი კორპუსი დგას.