წინასაარჩვენო კამპანია, დისტანციის დაცვით და ღია სივრცეებში უნდა ჩატარდეს - წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს სპეციალისტები სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა რეკომენდაციებზე - თუ როგორ უნდა აწარმოონ კანდიდატებმა საარჩევნო კამპანია, მანამდე კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ყველას ზოგადი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.