19 აპრილი 2024,   20:42
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსის მაჩვენებელმა 12 მილიონს გადააჭარბა - ბრაზილიაში ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვი 68 ათასს აჭარბებს

მსოფლიოში კორონავირუსის მაჩვენებელმა 12 მილიონს გადააჭარბა. მათგან 7 მილიონზე მეტი ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა.

რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც "კოვიდ-19"-ის 3 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

მონაცემები ისევ მატულობს ლათინო ამერიკის ქვეყნებში. ბრაზილიაში კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რიცხვი 68 ათასს აჭარბებს.

ახალი შემთხვევების გამო მოსალოდნელ რთულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობს ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი.

მეორე ტალღის თავიდან ასაცილებლად კარანტინი გამოცხადდა ავსტრალიის ქალაქ მელბურნში, სადაც 5 მილიონ მცხოვრებს მომდევნო 6 კვირის განმავლობაში სახლის დატოვება მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში შეეძლება.

ლეტალობის მაჩვენებელი მატულობს რუსეთსა და თურქეთში. ბოლო 24 საათში კორონავირუსს სომხეთში 18, აზერბაიჯანში კი 9 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები