19 აპრილი 2024,   05:49
ვრცლად
"რეფორმერი" - ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ახალი პარტია შეემატა რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კიდევ ერთი ახალი პარტია "რეფორმერი" შეემატა. პარტიის თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილია. მისი თქმით, პარტია სხვადასხვა სფეროში წარმატებულმა ახალგაზრდებმა დააფუძნეს, გუნდის წევრები ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეები არიან და აქამდე პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონიათ.

მთავარ მიზანად ახალგაზრდები საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობის შეცვლასა და პოლიტიკურ პროცესებში წარმატებული თაობის ჩართვას ასახელებენ.

"ჩვენს გუნდს სხვადასხვა სფეროში პროფესიონალი ადამიანები წარმოადგენენ, რომლებსაც პოლიტიკური წარსული არ აქვთ. ჩვენი იდეოლოგია ეფუძნება ცენტრიზმსპროგრესივიზმსა და პირდაპირ დემოკრატიას. პროგრამა აბსოლუტურად განსხვავებულად დაიწერება,"- აცხადებს პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი.

"რეფორმერი" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

დღის ამბები