23 აპრილი 2024,   15:39
ვრცლად
"ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა შეცვლილი ფორმატით მოხდება

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, რომელიც "ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს, სავარაუდოდ, შეცვლილი ფორმატით მოხდება.

"ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ არაერთი არგუმენტის გათვალისწინებით უმჯობესი იქნება, თუ ამ ეტაპზე მოხდება მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების ნაწილზე მსჯელობა და ინიციატივის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.

საკითხის განხილვა დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე იგეგმება. სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე პარლამენტის წინ მაუწყებლების, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ.

დღის ამბები