09 აგვისტო 2020,   03:37
ვრცლად
ის რაც ახლა ხდება, პოლიტიკური მიზნებით ტრაგედიის გამოყენება - ამორალური საქციელია - პრემიერი შაქარაშვილის საქმეზე

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებთან გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ისაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საქმე პოლიტიკურ შეფერილობას იძენს და ჭორაობას ემსაგავსება, რაც მისი შეფასებით ამორალური საქციელია. 

"სამწუხაროდ, პოლიტიკურ შეფერილობას იძენს ჩვენს ცხოვრებაში ტრაგიკული შემთხვევები. მიმდინარეობს გამოძიება, სახელმწიფოსა და საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. მე თუ კითხვები მიჩნდება, ამ კითხვებს ჩემს კოლეგებს ვუსვამ. სანამ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ ცხელია და სანამ ეს პროცესები არ დამთავრებულა, საჯაროდ არ უნდა გამოვიტანოთ ეს ამბავი.

ჩვენი ამოცანაა, გამოძიებას შევუწყოთ ხელი. გამოძიება კი როდესაც დასრულდება, შემდეგ შეიძლება გამოძიებული საქმის ყველა მხრიდან შეფასება. ის, რაც ახლა ხდება, პოლიტიკური მიზნებით ტრაგედიის გამოყენება - ეს კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია,"- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 

დღის ამბები