20 აპრილი 2024,   15:58
ვრცლად
ავღანეთიდან ჩამოყვანილი 28 სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა. საქართველოში კი 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან ერთი პაციენტის დაავადების წყარო ექიმებმა ვერ დაადგინეს. რაც შეეხებათ სხვებს, 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი COVID პაციენტი კი ბოქსირებულ განყოფილებაში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.

"სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთიდან 28 სამხედრო მოსამსახურე გადმოიყვანეს. მათ დადასტურებული აქვთ კორონავირუსული ინფექცია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჩივილები არ აქვთ. ისინი მოთავსებულები არიან ნახევრად ბოქსირებულ პალატებში სტაციონალურ მკურნალობაზე, მოქმედი პროტოკილის შესაბამისად,"- აცხადებს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნოდარ ჩიმაკაძე. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი სამხედროები, ავღანელი მედპერსონალის მხრიდან დაინფიცირდნენ.

საქართველოში არსებული კორონავირუსის სტატისტიკა ასე გამოიყურება. დღემდე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში არის 973. მათგან 846-მა მსოფლიოში გავრცელებული ინფექცია უკვე დაამარცხა. მნიშვნელოვნად გაიზარდა უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობაც. მაჩვენებელი - 31 შეადგენს და უმრავლესობა ქართველი სამხედროა. ისინი მკურნალობას უკვე გორში, სამხედრო ჰოსპიტალში განაგრძობენ.

დღის ამბები